„ერი უნდა გავაფრთხილოთ, ისეთი აგრესიულები არიან, არამარტო ადამიანების, არამედ, ღმერთის წინააღდეგ იბრძვიან“

„მე აქ იმიტომ მოვედი, მამები აქ იმიტომ ვართ, რომ ხელiსუფლება და ერი გავაფრთხილოთ, ესეთი კვირეული არ უნდა შედგეს,“ – ეს განცხადება დეკანოზმა ვახტანგმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და იმ კვირეულზე ისაუბრა, რომლითაც ლგბტ პირები ეკლესიას უპირისპირდებიან.

„ეს ხალხი ამბობს, რომ ისინი არიან მშვიდები, წყნარები, არ დევნიან და ა.შ. არადა, ყველაფერი პირიქითაა. იცით ცისარტყელა რისი სიმბოლოა? ღმერთისა და კაცის შერიგების. ცისარტყელა პირველად ცაზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც, წარღვნის დროს, 8 მართალი კაცი დარჩა – ნოე, თავისი შვილები და ცოლი. ღმერთმა უთხრა რომ ცოდვა აღარ არის, შევრიგდით. ამათ (ლგბტ პირებმა) ნახეთ, რა აიღეს სიმბოლოდ? ცისარტყელის დროშა. ესენი ეუბნებიან ღმერთს, შენ დააწესე „ეს“ კანონი, ჩვენ ვაწესებთ „ამ“ კანონს. ისეთი აგრესიულები არიან, არამარტო ადამიანების არამედ, ღმერთის წინააღდეგ იბრძვიან. ზეცაში აიჭრნენ თავიანთი გაგებით და იქ აიტანეს თავიანთი დროშა. ოღონდ სხვა სიმბოლოთი“ – განაცხადა დეკანოზმა ვახტანგ დავითაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები