“პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს და დავუბრუნე, სულ ეს იყო“-ზელენსკი სააკაშვილზე

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პოლიტიკური გეგემები არ აქვს.

როგორც უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტრმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-თან ინტერვიუში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პასპორტი უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული.

„არა, პოლიტიკური გეგმები არ არის. გეგმები იყო მარტივი და ადამიანური. მე პრესას დავპირდი, ვთქვი და მიმაჩნია, რომ მას პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს და უბრალოდ, დავუბრუნე, სულ ეს იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს აღუდგინა.

მსგავსი თემები