მიხეილ კალანდიას სასჯელი 13-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

მიხეილ კალანდიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით. აღნიშნული დანაშაული, ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას, ვადით 13-დან 17 წლამდე .

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავა.

მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მიჰყევით ბმულს:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები