„ესპანეთი საქართველოს საქმეებში არ ჩარეულა და არც ის უთქვამს, გინდა თუ არა, თქვენი მეფე ხუანი უნდა იყოსო“

„ადამიანი ცხოვრობს ძალიან პრივატული ცხოვრების წესით, არავის აწუხებს, არავის ეჩხირება თვალში უშნოდ და არც იმას იძახის, გინდა თუ არა, მეფედ უნდა მაკურთხოთ-ო“ – ასე პასუხობს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ინტერესების დამცველი ლევან ჩხეიძე „სამეფო კლუბს“ რომელმაც დავით ბაგრატიონი გააკრიტიკა და ტახტის მემკვიდრეობიდან „ჩამოწერა“.

მისი თქმით, „სამეფო კლუბი“ მონარქიის აღდგენის მომხრეა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტახტის მემკვიდრის კანდიდატურა საზოგადოების თავად შესთავაზოს.

„ეს არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლესაც აქვს თავისი ხედვები და მხარს უჭერს მონარქიის აღდგენა. დავით ბაგრატიონი ცხოვრობს ძალიან პრივატული ცხოვრების წესით, არავის არ აწუხებს, არავის არ ეჩხირება უშნოდ თვალში. უნდა, რომ იცხოვროს მშვიდობიანად თავის ქვეყნაში, გაზარდოს ღირსეული, ქართველი შვილი და კაცი. დღეს საქართველოს სამეფო სახლის მეთაური არის დავითი და სხვაგვარ ალტერნატივაზე საუბარი არც უნდა იყოს“ – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე განცხადებით, არასწორია, სამეფო ტახტის მემკვიდრედ პრინცი ხუანის (იოანე) გამოცხადება თუ დასახელება, რადგანაც, ის, რიგითობით მეხუთეა: „ხუანი არის ბატონიშვილი დავითის ბიძაშვილი. დავითის მამის უმცროსი ძმის შვილი. რიგითობას თუ გავითვალისწინებთ, რიგით მეხუთე პრეტენდენტად შეიძლება იქნეს განხილული, მას შემდეგ, რაც ჯერ ბატონიშვილი დავითი, შემდეგ მისი ვაჟი გიორგი, შემდეგ მისი უფროსი ძმა ირაკლი, შემდეგ მისი უმცროსი ძმა გურამი იგივე უგო და ამის შემდეგ უკვე პერსპექტივაში განიხილება ის“ .

შეგახსენებთ, რომ „სამეფო სახლის“ დამფუძნებელმა, სამეფო ტახტის მემკვიდრის რეალურ კანდიდატურად ესპანელი პრინცი ხუანი დასახელდა და აღნიშნა, რომ ესპანეთი სწორედ ამ კანდიდატს ლობირებს. ლევან ჩხეიძემ კი „მედიაცეტრ მთავარში“ განაცხადა, რომ ესპანეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა: „ესპანეთი არასოდეს ჩარეულა საქართველოს საქმეებში და არც არასოდეს არ წამოსულა მითითება ვინმეზე, რომ ეს უნდა იყოს თქვენი მეფე. გვინდა თუ არა მონარქია ეს ჩვენი გადასაწყვეტია“.

“სამეფო სახლის” დამფუძნებლის, გია ბურჯანაძის განცხადების სანახავად მიჰყევით ბმულს:
https://mcm.ge/

ლევან ჩხეიძეს პრესკონფერენციის სრული ვიდეო ჩანაწერის სანახავად გადადით ბმულზე:
https://mcm.ge/%

მსგავსი თემები