მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი, ორეტაპიანი ხდება

სატრანსპორტო საშუალების, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი, ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში – წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება.

ამ მიმართულებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი შს სამინისტრომ მოამზადა, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

როგორც შს სამინისტრო განმარტავს, გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს, როგორც ევროდირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირდეს და საგზაო უსაფრთხოების ცოდნის დონე ამაღლდეს.



მსგავსი თემები