თბილისში, სასმელი წყლის სოკოებზე ჩამკეტები მონტაჟდება

დედაქალაქში, სასმელი წყლის დაზოგვის მიზნით, სოკოებზე, ჩამკეტები მონტაჟდება. ამ დროის მონაცემებით, ჩამკეტები, 60 სოკოზე დამონტაჟდა.

თბილისის მერიამ, აღნიშნული გადაწყვეტილება, წყლის და საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით მიიღო. ჩამკეტების დამონტაჟებით, ერთი თვის განმავლობაში, დაიზოგა 2 260 კუბური მეტრი სასმელი წყალი და 9 700 ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან. 

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, წლის განმავლობაში, ათეულობით ათასი კუბური მეტრი წყალი და 100 000 ლარზე მეტი დაიზოგება.

მსგავსი თემები