ქართველების წამება გალში – სამართლებრივი ომი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში გაჩაღდება

დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ, დისკრიმინაცია ეროვნული ნიშნით – აღნიშნული მოტივით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ოკუპანტების წინააღლდეგ ჰააგისთვის სარჩელს ამზადებს. რა დანაშაულს ჩადიან ოკუპანტების ქართველების მიმართ, ამ თემაზე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, ის, რაც გალის მოსახლეობის მიმართ ხორციელდება, მსგავსი, დედამიწის ზურგზე არსად ხდება. მისივე შეფასებით, ადამიანის წამების ტოლფას დანაშაულს მხოლოდ რეზოლუციებით არ ეშველება.

„გააქტიურდა ბრძოლა ქართველების იდენტობის წინააღდეგ. ადამიანებს ეუბნებიან რომ თქვენ ხართ ძირძველი აფხაზები და უნდა დაუბრუნდეთ ძირძველ ფესვებს და ამის შემდეგ თქვენ გექნებათ გარკვეული უფლებები მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ თქვენ არ უნდა იყოთ ქართველები და ეროვნება უნდა შეიცვალოთ. აბუჩად იგდებენ იქაურ ქართველობას, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ სურს თავისი იდენტობის შეცვლა. ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფად გადაკვეთა შეზღუდულია. აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაინის მაცხოვრებელ ქართველებს ეკრძალებათ ქორწინების რეგისტრაცია. მათ არ შეუძლიათ ახალშობილი, რომლეიც გალის რაიონში დაიბადა, ქართულ ოჯახში, ის უნდა დარეგისტრირდეს ენგურს აქეთ. იქ მხოლოდ მოგცემენ რაღაცა ცნობას, რომ ბავშვი გაჩნდა“ – სად ხდება მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე კითხულობს გამახარია და იმ სარჩელზე საუბრობს, რომელიც ოკუპანტებს ეხებათ.

„დისკრიმინაცია გრძელდება და სულ უფრო მკაცრდება. რეზულუციების მიღება უნდა გაგრძელდეს და მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უნდა გავმართოთ „სამართლებრივი ომი“ ოკუპანტების წინააღმდეგ. სამართლებრივი ომი კი შეგვიძლია გავაჩაღოთ სტრასბურგში და ჰააგაში. დავიწყეთ სპეციალისტების და მაღალი დონის იურისტების მოწვევა და დავიწყებთ შესაბამისი სარჩელების მომზადებას. ეს სარჩელი რუსი ოკუპოანტების წინააღმდეგ იქნება მიმართული. შედეგს ველოდებით და ეს შედეგი არის ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილება. არ მგონია, რომ ოკუანტებმა დიდი ანგარიში გაუწიონ ჰააგის სასამართლო მნიშვნელებას, მაგრამ ამას ექნება დიდი მორალური მნიშვნელობა და იქნება დიდი პოლიტიკური გამარჯვება ქართველი ხალხის ოკუპანტებზე. ამით ძალიან დიდ პოლიტკურ დარყმას მივაყენებთ მათ“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

სრული ვიდეოს სანახავად მიყეით ბმულს:
https://mcm.ge/


მსგავსი თემები