საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც, მძღოლების მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარა წესდება.
ე.წ. BUS LANE-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება.
სანქცია ველო ბილიკებსაც ეხება. კერძოდ, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა 50 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.