ზონალური პარკირება, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება

თბილისში ზონალური პარკირება, პირველი ივლისის ნაცვლად, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. როგორც მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე, ზონალური პარკირების საპილოტე პროექტი, კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში განხორციელდება.

მისი თქმით, ზონალური პარკირება, ადგილობრივ მაცხოვრებლებს არ შეეხებათ. ხოლო, ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის პარკირება უფასო იქნება.

“ზონალური პარკირების ამოქმედება პირველი ივლისიდან იყო დაანონსებული. თუმცა, საათობრივ პარკირებაზე გადასვლა პირდაპირ კავშირშია საპილოტე არეალის ახალი ავტობუსებით მომარაგებასთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი ივლისის ნაცვლად ზონალური პარკირება ამოქმედდეს პირველი აგვისტოდან. ეს არის საპილოტე პროექტი. განსაზღვრულია კონკრეტული ქუჩები, ეს არის კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანი. მინდა, გაგაცნოთ ის გამონაკლისებიც, რაც დავადგინეთ ზონალური პარკირების მიმართულებით: ადგილობრივ მცხოვრებლებს არ შეეხებათ საათობრივი პარკირება; ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის ასევე უფასო იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტომანქანის მძღოლებს, ზონალური პარკირებისთვის გადახდა,  როგორც გადახდის აპარატების, ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.

მსგავსი თემები