ნაგვის ბუნკერები მიწის ქვეშ განთავსდება

“ნაგვის ბუნკერები, მიწის ქვემოთ განთავსდება. მიწის ზემოთ ისე იქნება მოწყობილი, რომ მოსახლეობას, ჩვეულებრივად შეგეძლებათ ნაგვის ნარჩენების გადაყრა,” – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძე, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მერის განცხადებით, მიწის ქვეშ განთავსებული ბუნკერები, დახურული იქნება და არსებული ნარჩენები გადამუშავდება. მისი თქმით, დედაქალაქში, მიწის ზემოთ განთავსებული ბუნკერები, ანტისანიტარიულ პრობლემებს ქმნის. 

“ნაგვის ურნები განთავსდება მიწის ქვემოთ, თქვენ ჩვეულებრივად, როგორც ყრიდით ნაგავს გადაყრით. უბრალოდ, მიწის ზემოთ ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. ასევე, ეს იქნება სეპარირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნკერები არ იქნება ღია, როგორც დღეს არის და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვიზუალის, ისე ანტისანიტარიის თვალსაზრისით.” –  განაცხადა კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე. 

მსგავსი თემები