ესპანეთში, დასასვენებლად მყოფი 5 წლის რუსთაველი ბავშვი ზღვაში დაიხრჩო

  •  

ესპანეთის სანაპიროზე ტრაგედია მოხდა. ადიდებულმა და უეცრად მოვარდნილმა ტალღამ ქართველი, 5 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოჯახი, ესპანეთის სანაპიროზე – ტარაგონაში სამ შვილთან ერთად ისვენებდა ტრაგიკულად დაღუპული ბავშვი რუსთავის საკრებულოს წევრის, დავით იშხნელის შვილია. ოჯახი ესპანეთში სამ შვილთან ერთად ისვენებდა.

მამამ ზღვიდან ორი ბავშვის გამოყვანა მოახერხა, თუმცა, მესამეს ვერ უშველა, რადგანაც ის საცურაო ლეიბზე იწვა და ტალღებმა შორს გაიტაცა. გოგონა მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, თუმცა, ბავშვის გადარჩევა ვერ მოხერხდა.

„მედიაცენტრი მთავარი“ იზიარებს ოჯახის, ახლობლების, მეგობრების უდიდეს ტრაგედიას და უსამძიმრებს ბავშვის გარდაცვალების გამო.

მსგავსი თემები