„ჩვენი ძმობა საუკუნეები გაგრძელდება“ – აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში” აღნიშნეს. აზერბაიჯანელ კოლეგებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

როგორც აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსან ჰასანოვმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, დავით გარეჯი ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირების თემა არ იქნება.

„აზერბაიჯანი და საქართველო მეგობრები და ძმები არიან. ჩვენ ძმური და მეგობრული თანამშრომლობა დიდი ხანია არსებობს და მრავალი საუკუნე ასეც გაგრძელდება. იცით, რომ დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები მუშაობენ. საგარეო საქმეთა უწყებები მუშაობენ და ძალიან ბევრი შეხვედრა იმართება მესაზღვრეებსა და დიპლომატებს შორის. ყველა საკითხი მოგვარდება. საქართველო და აზერბაიჯანი ძმები არიან და ეს თემა ორი ქვეყნის კეთილი ურთიერთობის სასარგებლოდ გადაწყდება. სადემარკაციო კომისია მუშაობას აგრძელებს და მას საშუალება უნდა მივცეთ, ყველა კითხვას გასცეს პასუხი. დარწმუნებული ვარ და თქვენც გარწმუნებთ, რომ ყველაფერი მშვენივრად დასრულდება“, – აღნიშნა აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსან ჰასანოვმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები