“შალვა შავგულიძე გირგვლიანის მკვლელებს და მწამებლებს წარმოადგენს“ – გოგა ხაინდრავა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, სულხან მოლაშვილმა მას პირადად უთხრა, რომ გიგა ბოკერია მის წამებას ესწრებოდა. მისივე განცხადებით, მთაწმინდის შუალედური არჩევნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე, სწორედ გირგვლიანისა და მოლაშვილის მკვლელებს წარმოადგენს. მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონფლიქტი სწორედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით მოუვიდა.

„პირველივე დღეს განვაცხადე, რომ ამ საქმის გამოძიებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი, თუ რამდენად სწორად იქნება წარმართული გამოძიება. მე ძალიან კარგად მახსოვს გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას როლი ამ საქმეში. ყველა დანაშაულში, მათ ლომის წვლილი მიუძღვის, რადგანაც, ისინი „გამპრავებლები“ იყვნენ. კარგად მახსოვს ბოკერიას, ღვინიაშვილის, უგულავას როლი, სააკაშვილზე აღარაფერს ვლაპარაკობ. დღეს კი შალვა შავგულიძე სწორედ გირგვლიანის მკვლელებს და მწამებლებს წარმოადგენს“ – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა ამბობს, წარმოუდგენელია, მთაწმინდის ამჟამინდელ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც მაშინ სულხან მოლაშვილის ადვოკატი იყო, არ სცოდნოდა, რომ მოლაშვილის წამების მონაწილე გიგა ბოკერიაც იყო.

„შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები ჩემთვის აღარ არსებობს. წარმოუდგენელია, მას არ სცოდნოდა გიგა ბოკერიას როლი სულხან მოლაშვილის წამებასთან დაკავშირებით. სულხან მოლაშვილს ეს ჩემთვის აქვს პირადად ნათქვამი. სულხან მოლაშვიილი მამამ, დედამ, შვილებმა განცხადება არაერთხელ გააკეთეს ამის თაობაზე. გიგა ბოკერია მის წამებას ესწრებოდა და შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ თურმე მისთვის ეს სულხან მოლაშვილს არ უთქვამს. არც ის არ იცის, სააკაშვილმა და მისმა ბანდამ რომ მოკლა სანდრო გირგვლიანი? რატომ ზის მათთან ერთად?“ – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

სრული ვიდეოს სანახავად მიყევით ბმულს:
https://mcm.ge/%

მსგავსი თემები