მაჟორიტარის ინიციატივით, ესეების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ლაგოდეხელ ახალგაზრდებს შორის საპარლამენტო მმართველობის თემაზე, ესეების კონკურსი ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობა 15-დან 20 წლამდე ასაკია სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მიიღეს. გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება ლაგოდეხის ცენტრში გაიმართა, რომელსაც მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

კონკურსში გამარჯვება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო გოგოლაძემ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილი ლაგოდეხის № I საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტარიელ ხარატიშვილმა და მარიამ მანჯგალაძემ გადაინაწილეს.

გურამ მაჭარაშვილმა კონკურსის მიზნებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ის მიზნად ისახავდა საპარლამენტო მმართველობის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, ასევე კონკურსი მიეძღვნა პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს.

კონკურსში მონაწილეობა ადგილობრივმა ბიზნესმაც მიიღო, მათ გამარჯვებულ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდოები გადასცეს. სკოლის დირექტორებისა და ადგილობრივი საზოგადოების შეფასებითი, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღონისძიების უშუალოდ მონაწილეების, არამედ ზოგადად ლაგოდეხის მოსახლეობისთვის.

დეპუტატის ბიუროში კი აანონსებენ, რომ ზაფხულის განმავლობაში ლაგოდეხსა და ყვარელში უამრავ შემეცნებით და საინფორმაციო ტიპის ახალ აქტივობას განახორციელებენ.

მსგავსი თემები