„დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ მათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა“ – კათოლიკოს პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, მშობლებს დაუჩოქონ და ლოცვა კურთხევა სთხოვონ.

“უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან ერთ-ერთი მაინც, დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენს ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან, ბედნიერი იყავით, ბედნიერი იყოს ყოველი ოჯახი საქართველოსი და მსოფლიოსი, ჩვენთან არს ღმერთი”, – იქადაგა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, საქართველო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

მსგავსი თემები