ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან ნათესაობას ადასტურებს

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არ უარყოფს, რომ ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ნათესავია.

„ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო,“ – ამბობს ის და ნათესაობაში პრობლემას ვერ ხედავს.

მირანდა მესხის განმარტებით, ის საარჩევნო კომისიაში მანამდე მუშაობდა, სანამ თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე გახდებოდა. შესაბამისად, უარყოფს ინფორმაციას, რომ თამარ ჟვანიამ ის ნათესაური კავშირების გამოყენებით და დავალებების შესასრულებლად დაასაქმეა.

შეგახსევენთ, რომ მირანდა მესხის გვარ-სახელი 2 დღეა აქტუალურია. ეს კი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ იმას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, სამაგიდო სიებისა და ბეჭდები 5 დღით ადრე გაიცა. ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო კომისიაში სწორედ მაშინ მივიდნენ, როცა სპეციალური ტომრებით საარჩევნო ატრიბუტიკა გაჰქონდათ. ისინი გამოძიებას და კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. თამარ ჟვანიას კი პარლამენტში იბარებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ჟვანიას მირანდა მესხთან ნათელ-მირონობა აკავშირებს.

მსგავსი თემები