ოპოზიცია პრემიერს პარლამენტში იბარებს, უმრავლესობა ამაში პრობლემას ვერ ხედავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, “ევროპული საქართველო” პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. ოპოზიციას კითხვები საბანკო რეგულაციების საკითხზე აქვს გადაგზავნილი.

როგორც  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, პრემიერი ოპოზიციის კითხვებს პარლამენტის წინაშე უპასუხებს.

“პრემიერ-მინისტრი დაბარებულია ინტერპელაციის წესით. რაც  იმას გულისხმობს, რომ, კითხვები წინასწარ ეგზავნება, პრემიერი კი ვალდებულია, ამ კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხოს. პარლამენტის რეგლამენტით, განსაზღვრულია ინტერპელაციის კონკრეტული დღეები. ეს წელიწადში 4-ჯერ ხდება. რაც შეეხება ფორმატს, პარლამენტის სხდომაზე, პრემიერის მომწვევი სვამს კითხვებს, რომელსაც შემდეგ პრემიერი პასუხობს. ამის შემდეგ იწყება დებატები, რომლის დრო რეგლამენტით მკაცრად არის განსაზღვრული,”- განუცხადა გიორგი კახიანმა “მედიაცენტრ მთავარს”. 


მსგავსი თემები