“ეკლესია ადამიანს ფიზიკურად ვერ დაიცავს, ეს სახელმწიფოს კომპეტენციაა” – მამაო 17 მაისზე – სათაური შენი ნიუსის

„17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. საზოგადოება 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და მსვლელობით სამების საპატრიარქოს ტაძრისკენ გაემართება. პატრიარქი, ილია მეორე იქ მისულ მრევლს დალოცავს და გადაიხდის პარაკლისს. ყოველივე ეს დასრულდება კონცერტით, რომელიც ტაძრის გალავანთან გაიმართება“ – აღნიშნა მამა გიორგი კიკვიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეკანოზმა გარკვეული პირების თუ ორგანიზაციების მრხიდან ექსცესებიც არ გამორიცხა, თუმცა, აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქეს თანაბრად დაიცავს.

“ეკლესიას არც ბერკეტი გააჩნია და არც რაიმე საშუალებას ფლობს, რომ ადამიანების ფიზიკური დაცვა უზრუნველყოს. ეს სახელმწიფოს კომპეტენციაა და ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ სახელმწიფო დაიცავს თავისი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს და უფლებებს,”-აღნიშნული განცხადება “მედიაცენტრ მთავარში” დეკანოზმა გიორგი კიკვიძემ, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებისას, შესაძლო ექსცესების შესახებ გააკეთა.

მსგავსი თემები