მეტროს 40 ახალი ვაგონი შეემატება

თბილისის მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 40 სრულიად ახალ, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონებს შეისყიდის. მეტროპოლიტენში განახლდება ძალოვანი კაბელი, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემები.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დედაქალაქის მთავრობამ 2018-2019  წლებში, ამ მიმართულებით 100 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის მიზნით, 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ. პროექტის ფარგლებში, ჩვენ რვა ახალი შემადგენლობა გვყავს დამატებული და სექტემბრისთვის კიდევ ოთხი შემადგენლობა დაემატება. 2020-2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი  ჯამში, 40 ახალ ვაგონს შეისყიდის”-განაცხადა კახა კალაძემ

თბილისის მერიამ ახალი ვაგონების ჩამოყვანისთვის ხელშეკრულება ავსტრიულ კომპანიასთან გააფორმა, რომელმაც თავისი კრიტერიუმებით, ტექნიკური წინადადებები უნდა მოამზადოს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი ვაგონების შესყიდვა.

მსგავსი თემები