ოპერის ბაღში, შადრევანი და ბალერინების ქანდაკება დააზიანეს

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევნი დააზიანეს. ასევე, დაზიანდა ბალერინების ქანდაკებები.

განზრახ დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თბილისის მერიის “ეკოსერვის ჯგუფმა” ქანდაკებები  საცავში გადაიტანა, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები  ბაღს დაუბრუნდება.

თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას.

მსგავსი თემები