22 მაისის ჩათვლით საქართველოში 4 787 111 პირბადე შეიკერა

საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სულ ნაწარმოებია 4 787 111 პირბადე, ხოლო დარიგებულია – 2 761 990, აქედან, საცალო ქსელში – 1 828 850; რეგიონებში – 474 300; პენსიონერებისთვის – 80 500, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის (საელჩოები) – 35 300, კერძო სექტორისთვის (მაღაზიები, დისტრიბუცია, კომუნიკაცია) – 85 650. ამ ეტაპისთვის წარმოებაში ჩართულია 13 საწარმო.

„პირბადეებთან დაკავშირებით შექმნილი გლობალური დეფიციტის პირობებში, რომელიც მოიცავდა როგორც მზა პირბადეების, ისე მასალის მკვეთრ დეფიციტს, მნიშვნელოვანი იყო ისეთი გამოსავლის მოძებნა, რომელიც უზრუნველყოფდა პრობლემის გადაჭრას რამდენიმე მიმართულებით: მიწოდების უწყვეტობა; გარე ფაქტორებზე მინიმალური დამოკიდებულება; მოკლე ვადაში კრიტიკულად გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

დოლბანდის მრავალჯერადი პირბადის ადგილობრივი წარმოება წარმოადგენდა ამ გამოწვევის ოპტიმალურ გადაწყვეტას. ლუგარის ლაბორატორიის მიერ ტექნოლოგიისა და დიზაინის დადასტურების შემდეგ, განხორციელდა დოლბანდის ადგილობრივი მარაგების შესყიდვა, პარტნიორ ქვეყნებში ნედლეულის მოძიება, საქართველოში მისი იმპორტი და ადგილობრივი სამკერვალო კომპანიების დაკონტრაქტება. ჯამურად 14-მა კომპანიამ და 900-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პირბადეების წარმოებაში. დოლბანდის პირბადის მრავალჯერადმა გამოყენებამ შექმნა კრიტიკული დეფიციტის შედარებით სწრაფად დაკმაყოფილების საშუალება. მეზობელ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით განხორციელდა დოლბანდის საჭირო მარაგების მობილიზება, რამაც უზრუნველყო წარმოების პროცესის უწყვეტობა.

ჯამში, საანგარიშო პერიოდში სულ ნაწარმოებია 4 787 111 პირბადე, ხოლო დარიგებულია – 2 761 990, აქედან, საცალო ქსელში – 1 828 850; რეგიონებში – 474 300; პენსიონერებისთვის – 80 500, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის (საელჩოები) – 35 300, კერძო სექტორისთვის (მაღაზიები, დისტრიბუცია, კომუნიკაცია) – 85 650. ამ ეტაპისთვის წარმოებაში ჩართულია 13 საწარმო.

ასევე, ხელი შეეწყო სადეზინფექციო სითხეების წარმოებასაც და ქართული კომპანიების წარმადობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვის მოხსნაზეც. მარტიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი საწარმოების და დარეგისტრირებული პროდუქტების რაოდენობა. ამ პერიოდში წარმოების დასაწყებად ლუგარის ლაბორატორიას მიმართა 56-მა კომპანიამ, 60 სხვადასხვა პროდუქტის რეგისტრაციისთვის. მარტამდე მხოლოდ 10 კომპანია აწარმოებდა რეგისტრირებულ სადეზინფექციო საშუალებებს. ამჟამინდელი წარმოების ჯამური მოცულობა დაახლოებით შეადგენს 4,000 ტონას თვეში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი თემები