22 წლის სალომე ქემაშვილი სავარაუდოდ, H1N1 -ის ვირუსის შედეგად გარდაიცვალა

22 წლის, სალომე ქემაშვილი, რომელიც თბილისში, პავლოვის ქუჩაზე მდებარე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მას ე.წ. ღორის გრიპი შეხვდა, რასაც თან, მძიმე ინფექციური დაავადება, სეფსისი დაერთო.

პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.  ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

როგორც სალომე ქემაშვილის ოჯახის ახლობელი ლია წიქარიშვილი აცხადებს, სალომე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიყვანეს. მას წლინახევრის შვილი დარჩა. 

“წლინახევრის შვილი დარჩა. საოცარი გოგო იყო. მასზე წარსულში საუბარი მიჭირს. სამედიცინოს სტუნდენტი იყო და კლინიკაში მორიგეობდა ხოლმე. სავარაუდოდ იქ შეეყარა ეს ვირუსი. ღორის გრიპი შეხვდა და თან სეფსისი დაერთო. ჩემი უსაყვარლესი მეგობრის შვილია, ბორჯომიდან”, – აცხადებს ლია წიქარიშვილი.  

მისივე ინფორმაციით, სალომეს ბებია და დედა ემიგრანტები არიან. სალომეს დედა სამი წელია რაც საქართველოში დაბრუნდა. ის კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია.

მსგავსი თემები