პანკისელები პატრიარქს სთხოვენ, მათ წინააღმდეგ გამოძიება შეჩერდეს

პანკისის ხეობის მცხოვრებთა ნაწილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. პატრიარქთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების ალამის“ მოთხოვნით შედგა. შეხვედრის მონაწილეებმა პატრიარქთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს.

„პატრიარქს ვთხოვეთ, გვიშუამდგომლოს მთავრობასთან, რადგან მუხლი, რომლითაც საქმე არის აღძრული, პანკისში მცხოვრებლებში შორის სრულ აღშფოთებას იწვევს. თითქმის ყველა რეგიონი შემოვიარეთ საქართველოში, გვქონდა შეხვედრები, ვეკითხებოდით ადამიანებს, რამდენად მართებული იყო, რა მხრივ იყო შეცდომა დაშვებული, საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც ოთხი წლიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვფიქრობთ, ეს უნდა შეჩერდეს, რადგან სპეცრაზმის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო ზედმეტად მაპროვოცირებელი, რომელსაც წამოეგებოდა ნებისმიერი ადამიანი“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების ალამის“ დამფუძნებელმა

როგორც პანკისის მოსალეობას საპატრიარქოში განუმარტეს, მათ ამ მოთხოვნაზე რეაგირების ბერკეტი არ გააჩნიათ. ამტომ, მოსახლეობას ურჩიეს, ძალოვან უწყებას მიმართონ თხოვნით.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და ოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აღძრულია სს საქმე. შსს-მ გამოძიება პოლიციაზე თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების ფაქტზე დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს“ – აცხდებენ შსს-ში.

მსგავსი თემები