პარიზში შეტაკებები გრძელდება, არიან დაშავებულები

პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ფრანგული მედია, პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფიმაციას, რომ პარიზში, შრომის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე 200 ადამიანი დააკავეს.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილია, საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოებას 7400 სამართალდამცველი იცავს. შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მონპარნასის რკინიგზის სადგურთან მოხდა. მომიტინგეებმა დააზიანეს რამდენიმე ავტომობილი. სამართალდმცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, არის რამდენიმე დაშავებული.

წელს პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ საპირველმაისო მსვლელობას „ყვითელჟილეტიანთა“ მოძრაობაც შეუერთდა. საფრანგეთის ხელისუფლებამ აქციამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ აქციაში მონაწილეობას ორი ათასამდე რადიკალი აქტივისტი გეგმავდა. სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, მომიტინგეთა დასაშლელად, ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ.

ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 165 მომიტინგე.

მსგავსი თემები