თბილისში, გარევაჭრობისთვის უფასო ადგილები გამოიყოფა

  •  

თბილისის ყველა რაიონში, მოვაჭრეებისთვის ადგილები გამოიყოფა, სადაც მათ საშუალება ექნებათ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, საკუთარი პროდუქციის რეალიზება მოახდინონ.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

„თბილისის ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, მოეწყობა სპეციალური დახლები, მითითებული იქნება კვირაში 2-3 დღე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე განთავსდნენ და თავიანთი პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. დახლების მოწყობაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადება. ეს არის ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. მათაც კარგად უნდა გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც ვაჭრობა არ შეიძლება, კატეგორიულად მიუღებელია, სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს გამვლელებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მოწესრიგების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მხრიდან გარემოვაჭრეებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ.

მსგავსი თემები