რა ღირს ცხოველები?! – სპილო 100 000, პანდა – მილიონი დოლარი

ყველაზე ძვირადღირებული ცხოველი, რომელიც ერთი ქვეყნის საკუთრებაა და არც იყიდება, მილიონი დოლარი ღირს. ზოოპარკებს ამ ცხოველის გამრავლება შეუძლიათ, თუმცა, მისი წარმოშობის ქვეყანას ყოველ წელს მილიონი დოლარი უნდა უხადოს.

როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიური საუბრისას აღნიშნა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ცხოველი ერთ ქვეყანას – ჩინეთს ეკუთნის.

„მარტორქისა და სპილოს ფასი 100 000 ევროა, თუმცა, ზოოპარკები არ ყიდიან და ძირითადად კერძო პირები ვაჭრობენ ცხოველებით. რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ცხოველს, ეს არის პანდა, თუმცა, არ იყიდება. პანდა ჩინელების საკუთრებაა და იმ ქვეყნის ზოოპარკები, ვისაც პანდა ჰყავს, ჩინეთს ყოველ წელს მილიონ დოლარს უხდიან. პანდა არ იყიდება და ყველა პანდა ჩინეთის საკუთრებაა. ზოოპარკები ვალდებულები არიან, ის გაამრავლონ, მაგრამ ერთი პირობით – ყოველ წელს, პანდას ყოლისთვის, ჩინეთს მილიონი დოლარი უნდა გადაუხადო“ – განუცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები