წყნეთის გზაზე მეწყერდამცავი კედელი საფრთხეს არ წარმოადგენს

წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მდგომარეობა შემოწმებულია სპეციალისტების მიერ და იგი საფრთხეს არ წარმოადგენს.

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე განთავსებული საყრდენი კედლების რებილიტაცია გეგმიურად მოხდება.

“გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გეგმიურად მოხდება კედლის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც, კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს რეკონსტრუქციის სამუშაოებს,”-განაცხადეს თბილისის მერიაში.

თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე განთავსებული საყრდენი კედლების  მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა.  

სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ჯეუ გრუპმა” აწარმოა, რომლისთვისაც პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 702 606 ლარი დაიხარჯა. კედელმა 2016 წელს მომხდარი სტიქიის დროს დამცავი ფუნქცია შეასრულა.

რაც შეეხება ნაშალ მასას, მისი გაწმენდა არ მოხდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, რადგან იგი შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს.

მსგავსი თემები