“მეფემ დედოფალს ტირილით დაურეკა და დავის შეწყვეტის სანაცვლოდ ფული შესათავაზა”

“დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონს ტირილით, თხოვნით, შეცოდებით და ბოლოს მუქარით ურეკავს და დავის შეწყველას სტხოვს” – აღნიშნული განცხადება ამ წუთებში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„დავითმა ანას დაურეკა ტირილით, რომ შეეწყვიტა დავა. მას შემდეგ, რაც ჩვენგან მიიღო პარსუხი, რომ ეს პრობლემა ფულზე არ იყიდება ის გადავიდა მუქარაზე. ბოლოს, რომ დაინახა, რომ ამ მეთოდით ვერაფერს გახდა, მუქარა შემოგვითვალა. მუქარა მის მცირეწლოვან შვილს ეხება“ – აღნიშნა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მხარეს მუქარის შემცველი ჩანაწერი ამ ეტაპზე არ გაუსაჯაროვებია, თუმცა, „მედიაცენტრ მთავარს“ პირობა მისცა, რომ როგორც კი დავით ბაგრატონის მხარე მუქარას უარყოფს, ჩანაწერი მაშინმე გავრცელდება

მსგავსი თემები