„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან მუშები გადმოვარდნენ

  •  

„პანორამა თბილისის“ სამშენებლო საუშაოებზე დასაქმებული 3 ახალგაზრდა მამაკაცი მშენებლობიდან გადმოვარდა. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და კლინიკაშიც ადასტურებენ, რომ დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაშავებულთა ასაკი დაახლოებით 35 წლამდეა. მომხდარზე გამოძიება სსკოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

მომხდარის შემდეგ, ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამშრომლების მივიდნენდა ობიექტის შესწავლა დაიწყეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოხდა სამშენებლო კონსტრუქციის ჩამოშლა, რასაც დასაქმებულთა გადმოვარდნა მოჰყვა.

მსგავსი თემები