პირველი 100 მილიონი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადასარჩენად-ფოტოკოლაჟი

ფრანგი მილიარდერი ნოტრა-დამის აღსადგენად ქველმოქმედებაში ერთვება და საკუთარი შემოსავლიდან 100 მინიონი ევროს გაღებას აპირებს. ტაძრის დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად და განადგურებულის აღსადგენად ქველმოქმედებაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

სპეციალური ანგარიში კი დღეს გაიხსნება. კომპანია „Kering“-ის ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო აცხადებს, რომ ტაძრის დასახმარებლად სპეციალური ანგარიშიც იქნება, რომელშიც ჩართვაც ყველა ქველმოქმედს შეეძლება. ფრანსუა-ანრი პინო მსახიობის სელმა ჰაიეკის მეუღლეა. ტაძრის აღდგენის პირობას საფრანგეთის პრეზიდენტიც იძლევა.

„ეს ჩვენი ისტორიაა, რომელიც ახლა იწვის. 800 წლის წინ, ჩვენ შევძელით ამ ტაძრის აშენება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ის დიადი გავხადეთ და გავაუმჯობესეთ. ამ ტაძარს ჩვენ ერთად აღვადგენთ”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი თითქმის 200 წლის განმავლობაში შენდებოდა. პარიზის ნოტრ-დამი, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი შენობა მსოფლიოში, სადაც, გუმბათის გასამაგრებლად არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს.

მსგავსი თემები