ჯიხვების სასაკლაოდან ირმების განადგურებამდე – ბრაკონიერობის შედეგები საქართველოში

ბრაკონიერების „დამსახურებით“, კავკასიური ირემი გადაშენების პირასაა. ბრაკონიერები საკუთარი სიამოვნებისთვის სწორედ იმ ცხოველებს ანადგურებენ, რომელიც „წითელ წიგნშია“ შეტანილი და სულ რამდენიმეა დარჩენილი.

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძეს გაცხადებით, საქართველო, კავკსიური ირემი გადაშენების პირასაა. როგორც ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, კავკასიური ირმის გაქრობის მიზეზი ბრაკონიერობაა.

„ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაიწყო ირმების გაქრობა, შემდეგ 90-იან წლებში, როდესაც ძალიან მაღალი იყო ბრაკონიერობა. მე ამ პროცესებს ცხოველების ხოცვის მასობრივ კატასტროფას დავარქმევდი. მაგალითად, 1991 წელს, ლაგოდეხის ნაკრძალში 1400 ირემი იყო აღრიცხული, ხოლო 1997 წელს 80 ირემი დარჩა,“ – განუცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისი თქმით, ირმის არარსებობა კავკასიისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ჩვენთან მათი განსხვავებული ქვესახეობა არსებობს.

„ევროპაში ირმის არსებობის პრობლემა არ დგას. იქ ის ძალიან დიდი რაოდენობით არის. იქ, პირიქით, არსებული ირემი სხვა სახეობებს უშლის ხელს. „კავკასიურ ირემს“ რაც შეეხება, მას ვერსად ნახავთ, რადგან მხოლოდ ჩვენთან არის გავრცელებული ეს ქვე სახეობა,“-განუცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმაციით, თუ ჯიხვების შემთხვევაში ბრაკონიერები რქებისთვის აწყობენ სასაკლაოს, ირმის შემთხვევაში, მათ მთლიანად იყენებენ: „ირმებს იყენებენ სიამოვნებისთვის. 90-იან წლებში, ჩვენ ნანახი გვაქვს ჯიხვების სასაკლაო. დაახლოებით ათეული ჯიხვი იყო დახოცილი და წაღებული იყო მხოლოდ რქები. ჯიხვის შემთხევაში, ინტერესი რქებია, ირმის შემთხვევაში კი თავი, რქები და ხორციც“.

მსგავსი თემები