ბიზნესომბუდზმენმა 29 შუამდგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გაგზავნა

მეწარმეების მომართვის საფუძველზე, 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 29 შუადგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა.

„2019 წლის I კვარტალში 57 რეკომენდაცია გავაგზავნეთ და 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მათ შორისაა ნედლი ნავთობის შენახვაზედანაკარგის ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ სრულად იქნაგაითვალისწინებული და შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურისუფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ნედლი ნავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დაწესდა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში).“ – განაცხადა ირალი ლექვინაძემ.

ბიზნეოსმბუდსმენის აპარტის გაგზავნილ რეკომენდაციებს შორისაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯარიმების დაკისრებისა დააღსრულების წესის ცვლილების შესახებ ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.

„გაგზავნილი რეკომენდაციების შედეგად 3 თვის ვადით გამოცხადდა მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე, განხორციელდა კლინიკებისთვის არსებული დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილისამნისტირება. ამნისტიის შესრულების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავდა დარჩენილი თანხის გადახდის/ადმინისტრირების მოქნილიმექანიზმი და თანხის დაკავების პროპორციები 20% და 50%, მნიშვნელოვნად – 5% და 10%-მდე შემცირდა. ამასთან, თანხა რომელზეც გაფორმდება გრაფიკი არჩაითვლება აღიარებულ დავალიანებად და კლინიკებს რჩებათ დავის დაწყების/გაგრძელების პერსპექტივა“- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

ბიზნესომბუდსმენის აპრატში მიმართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობების სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება. აპარატში შესული განცხადებების უმრავლესობა თბილისიდანაა – 50 განცხადება, შემდეგ მოდის აჭარა – 14 განცხადებით.

მსგავსი თემები