„ხმას მივცემთ ისეთს, ვინც ჩვენს ტკივილს პოლიტიკაში მიიტანს და სათავისოს კი არა, სახალხო პოლიტიკას გაატარებს“ – დავით მაღრაძე

„ჩვენი განზრახვა არის ის, რომ ხვალინდელი დღე გავათავისუფლოთ ამ ორპოლუსიანი დახუთულობისგან. არა მეგობრებო, ჩვენს გვერდით არასდროს იქნებიან მურუსიძეები და ზარდიაშვილები“ – ასე მიმართა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შეკრებილებს სიტყვით გამოსვლისას მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ ლიდერმა, პოეტმა და საზოგადოებრივმა აქტივისტმა, დავით მაღრაძემ.

როგორც მაღრაძემ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, „დაიცავი საქართველოს“ ერთადერთ მიზნი მოკლევადიან პერსპექტივაში სახელისუფლებო სადავეებიდან იმ ორი პარტიის ჩამოცილებაა, რომელთაგან არცერთი ტოვებს უკეთესი მომავლის შექმნის შთაბეჭდილებას.

„ამ ორი პარტიიდან დღეს, ვერც ერთი ტოვებს იმის შთბეჭდილებას, რომ ჩვენს საწადელს და გულისწუხილს მიიტანს ქართულ პოლიტიკაში და თავის ენერგიას მოახმარს იმას, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე გათენდეს. ჩვენ გვერდით ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები… იმედი მაქვს, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილი და ა.შ. გვარებს არ ვეხები, უბრალოდ, პიროვნებებზე ვსაუბრობ. ეს გვარები ღმერთმა ამრავლოს და ყველას სიკეთე მინდა ვუსურვო. სიტუაცია ჩვენი აზრით, ჩვენი თვალსაწიერიდან ისეთადაა დანახული, რომ შეიძლება მოახლოებული იყოს ბევრი საფრთხე, რომელიც გვინდა ავიცილოთ და არჩევნებზე უფრო მხნედ წავიდეთ. არჩევნებზე წელგამართულები გვინდა წავიდეთ და ხმა მივცეთ არა ვინმეს დასაჩაგრად და დასაბლოკად, არამედ, იმედი გვქონდეს ვიღაცის, ისეთის, ვინც ჩვენს გულისტკივილს მერე პოლიტიკაში მიიტანს. ეს არის მთელი ჩვენი განზრახვა,“ – განაცხადა დავით მაღრაძემ.

მისივე თქმით,  „ქართული ოცნება“  ქართველების  ოცნებებს ვეღარ პასუხობს, ამიტომაც მაღრაძის აზრით, ასეთი ხელისუფალი უნდა წავიდეს. მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ „ბრძოლის ველზე გამოსვლა“ სხვებმაც შეძლეს.

„დაიცავი საქართველოს“ ძალიან საინტერესო წარსული, საინტერესო ბიოგრაფია აქვს. შეიძლება იყო რაღაც ნეგატივი, ბევრჯერ გულგატეხილობაც, მომიტევეთ გახსენებისთვის, მაგრამ არა მგონია, რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდეს ამდენი დამტვრეული ძვლები, ამდენი დახეთქილი თავები. ჩვენი მოძრაობა მხოლოდ განცხადებებით არასდროს შემოიფარგლებოდა. ჩვენ განსაცდელის წინაშე მხნედ ვიდექით, როგორც შევძელით ისე. ეროვნული ამოცანის ხარისხშია ჩემთვის ის, რომ ისეთი ხვალინდელი დღე შევქმნათ, რომ ყველა ჩვენგანი საარჩევნო ყუთთან წელგამართული წავიდეს,“- განაცხადა დავით მაღრაძემ.

მსგავსი თემები