„ანა ბაგრატიონი ამბიციური და ამპარტავანია, ის სხვა მინდორზე შემოვიდა“ – „მეფის“ მხარე

ამპარტავანი, ამბიციური და სხვის მინდორზე მოთამაშე – ამ სიტყვებით „ამკობს“ ყოფილი მეუღლის ინტერესების დამცველი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის და ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ქალბატონი ანა სასამართლომდე 2-3-ჯერ მყავს ნანახი. პიროვნულად მას მე არ ვიცნობ, მაგრამ, როგორც ვიცი, ჩვენი საერთო საურთიერთო ნაწილიდან, ის საკმაოდ ამბიციური და ამპარტავანი ადამიანია. გუშინდელ სასამართლოში კრახი, ძალიან მძიმედ აისახა მის ამპარტავნებაზე და პატივმოყვარეობაზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ ის გააფთრებული და გავეშებული გააგრძელებს დავას, მაგრამ, მოვუწოდებ, ცოტა მოთოკოს ემოციები და ღირსეულად მიიღოს მარცხი.

გააანლიზოს სიტუაცია და შეწყვიტოს უპერსპექტივო დავა, რადგან აშკარად სხვა მინდორზეა შემოსული. მისი პერსპექტივებს ნოლის ფასი აქვს“ – ეს განცხადება დავით ბაგრატიონის ინტერესების დამცველმა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მსგავსი თემები