„დავით ბაგრატიონი უმუშევარია, არასდროს უმუშავია და ვერაფერსაც იშოვიდა“ – ადვოკატი მეფის ქონებაზე

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ სამეფო ოჯახის წარმომადგენელს სამსახური არასდროს ჰქონია. შესაბამისად, არც ხელფასი და სხვა შემოსავალი ჰქონდა, საიდანაც ქონების შეძენას შეძლებდა. აღნიშნული განცხადება ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ბაგრატიონ-გრუზინსკებს შეუძლიათ, ქონების ნაწილში დავა გააგრძელონ, თუმცა, დავითი არაფრის დათმობას აპირებს. სასამართლომ უარი უნდა უთხრას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. ჩემს რწმუნებულს, პრაქტიკულად, არსად უშრომია და უმუშავია, არც ბიზნესი ჰქონია და არც წილები. მისი მთელი შემოსავალი არის მემკვიდრეობით მიღებული ქონება, რაც წინაპრებისგან დარჩა“ – აცხადებს ადვოკატი.

მისივე მტკიცებით, ის მანქანები, რომელსაც ანა ბაგრატიონი დავით ბაგრატიონს ედავება, დავითის შემოსავლებით ნაყიდი არ არის.

„სწორედ მემკვიდრეობით მიღებული ქონებით შეიძინა ავტომობილები დავით ბაგრატიონმა და ის გაყოფას არ ექვემდებარება. ანას 2015 წელს განქორწინების კონტრაქტზე აქვს ხელი მოწერილი, რომლითაც მეუღლეებმა ურთიერთობა დაარეგულირეს. ის ეხება ბავშვთან ურთიერთობის საკითხს, ალიმენტს და ასევე ქონებრივ საკითხებს. მხარეებმა უარი თქვე ერთმანეთთან მიმართებაში ყოველგვარ ეკონომიკურ კონპენსაციაზე. ქალბატონმა ანამ და დავით ბაგრატიონმა ქონებრივი კავშირი გაწყვიტეს ერთმანეთთან“ – აცხადებს ლევან ჩხეიძე.

მსგავსი თემები