თბილისის მცხოვრებლებს მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს 8 და 9 აპრილს უფასოდ  მოემსახურებიან 

აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს, 8 და 9 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე უფასოდ ემსახურება.
როგორც “მთავარს” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, მუნიციპალური ავტობუსები  მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ კი მეტროსადგურებიდან – “სადგურის მოედნიდან” და “მარჯანიშვილიდან”, საბურთალოს სასაფლაოზე კი მგზავრებს მეტროსადგურ „დელისიდან“ შეუძლიათ იმგზავრონ, ხოლო თბილისის ზღვის სასაფლაოზე ასვლის მსურველებს უფასო ავტობუსი მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ მოემსახურება.
​მათივე ინფორმაციით, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის X კვარტლიდან. ავტობუსები გაჩერდება შუამთის ქუჩაზე, X კვარტლის XV კორპუსთან.

მსგავსი თემები