21-ე საუკუნის საქართველოში, ერი კვლავ გამოკვების პრობლების წინაშეა – ირმა ინაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი 21 საუკუნეში ქვეყანაში, მოსახლეობის გამოკვების პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბავშვების 6,8%-ი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 27,6%- სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.

ირმა ინაშვილი ხელისუფლებას და საზოგადოებას ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, საჭიროა არა მარტო სოციალურ დაცვაზე ორიენტირება, არამედ სოციალურად დაუცველთათვის სამუშაო ადგილების შექმნა. საჭიროა მოქმედება, არასტანდარტული, სწრაფი, ეფექტიანი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება. ერის ფიზიკური გადარჩენა უნდა იყოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს არჩევნებს იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვებს პური და კანფეტი ენატრებათ.

“25 წლის წინ, როცა ჭუბერზე ფეხით მოვდიოდით, სამაშველო ვერტმფრენებიდან პურს გვიყრიდნენ, რომ მინიმალური საკვები მიგვეღო, მაგრამ ამ პურის დიდი ნაწილი ხრამში ცვიოდა და ჩვენამდე ვერ აღწევდა. ფიზიკურად რომ გადავრჩენილიყავით, მცენარეების ბოლქვს, ბალახს ვჭამდით. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემს სიცოცხლეში პურს უდიერად, უპატივცემულოდ არ მოვეპყრობოდი და ჩემს შვილებსაც პატარაობიდანვე ვასწავლიდი, რომ პურს გაფრთხილება სჭირდება. აჯობებს, გამხმარი პური დაფშვნა და ჩიტებს დაუყარო, ვიდრე ნაგავს გააყოლო.

გამოცდილებამ მაჩვენა ისიც, რომ არც იმდენი პური უნდა შეიძინო, რასაც ვერ მიითრთმევ. რატომ ვსაუბრობ პურზე და რატომ ვიხსენებ 25 წლისწინანდელ ისტორიას. მაშინ, იმ თოვლიან, ტკივილიან გზაზე, სიკვდილის გზაზე ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა წლები, შეიცვლებოდა ეპოქა, საუკუნე და ჩვენი ერი კვლავ გამოკვების პრობლების წინაშე იდგებოდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ადამიანების ნაწილს (და არც თუ უმნიშვნელო ნაწილს) ისევ ექნებოდა პურზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. საქართველოში, გაეროს მონაცემებით, ბავშვების 6,8%-ი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 27,6%- სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, 15-დან 18 წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი ვერ იღებს განათლებას, საკოლამდელი აღზდის დაწესებულებებში ვერ დადის 14 000 ბავშვი. 2017 წელს 4000 ოჯახი გამოიკითხა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში 50 000-ზე მეტი ბავშვი ფაქტობრივად შიმშილობს და მოკლებულია ჯანდაცვის, განათლების და მომავლის შექმნის პერსპექტივას.

საჭიროა მოქმედება, არასტანდატული, სწრაფი, ეფექტიანი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება, საჭიროა არა მარტო სოციალურ დაცვაზე ორიენტირება, არამედ სოციალურად დაუცველთათვის სამუშაო ადგილების შექმნა, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ 2014 წლიდან ვსაუბრობთ. საჭიროა ადამიანების, ერის ფიზიკური გადარჩენა და ჩვენი მომავალი თაობის ფიზიკური გადარჩენა, რაც უნდა იყოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი, თორემ რა აზრი აქვს არჩევნებს, რა აზრი აქვს პოლიტიკას, რა აზრი აქვს საერთოდ ცხოვრებას, თუ იმ ქვეყნის პოლიტიკოსები გვქვია, სადაც ბავშვებს პური და კანფეტი ენატრებათ.

გავაერთიანოთ ძალები სიღარიბის დასაძლევად!!! ყველას ეხება ეს, ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც!”, – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები