“21-ე საუკუნეში იქნება ბევრი გამოწვევა, მათ შორის ე.წ. უცნობი ინფექციები” – ამირან გამყრელიძე

“21-ე საუკუნეში იქნება ბევრი და დიდი უცნობი გამოწვევა. ე.წ. უცნობი ინფექციები. ჩვენ არ ვიცით, შეიძლება გაჩნდეს ასეთი ან მუტაცია განიცადოს, რა ფაქტის წინაშეც ჩვენ ვდგავართ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ COVID-19-თან მიმართებით, აშშ-ში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა.

„ანტონიო ფაუჩი არის უდიდესი მეცნიერი. მე მქონდა ბედნიერება რამდენჯერმე მასთან შეხვედრის. ნამყოფი ვარ მის „ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში.ეს არის ნაწილი აშშ-ის ჯანდაცვის ინსტიტუტებისა. ეს არის სამედიცინო მეცნიერების მექა, რომელშიც 27 ინსტიტუტი შედის და თუ რამე ინოვაცია იქმნება ფუნდამენტურ სამედიცინო მეცნიერებებში. ახალგაზრდობაში ჩემი ოცნება იყო იქ მუშაობა.

ახლა იქ მუშაობენ კოვიდის იმუნოლოგიაზე. თუ როგორ პასუხს აძლევს ორგანიზმი კოვიდს. ამ ინსტიტუტთან და კიდევ რამდენიმესთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა. ბევრმა ქართველმა გაიარა იქ სამეცნიერო სტაჟირება. მათ შორის არის ლელა ქარდავა, რომელიც ამ ინსტიტუტის იმ ლაბორატორიააში მუშაობს, რომელსაც ანტონიო ფაუჩი ხელმძღვანელობს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ

მსგავსი თემები