მეტი წიგნი სოფელს – პროექტი “აჩუქე წიგნი”

  •  

23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია “გალფის” სადგურებზე წიგნები დარიგდება. პროექტის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და ანაგრამა.

პროექტის ფარგლებში რეგიონების სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სისტემატურად მიეწოდება წიგნები. „გალფი“ ასევე საწვავით მოამარაგებს მაღალმთიან სკოლებს, სადაც მოსწავლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტირების პრობლემაა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულო ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, ამაყია, რომ საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ნელ-ნელა იზრდება. მისი თქმით, სულ უფრო მეტი კომპანია იჩენს ინტერესს, აკეთოს სახალხო და საზოგადოებრივი საქმე. მისი აზრით, წიგნიერების ამაღლება და რეგიონებში წიგნის ხელმისაწვდომობის ზრდა უმნიშვნელოვანესია და ჰაერივით სჭირდება ახალგაზრდებს.

„ამ პროექტთან უკვე თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ გამომცემლობები, კომპანიები, ასოციაციები. რა არის იმაზე დიდი სიხარული და ბედნიერება, როცა შედარებით შეძლებული ფენა განვითარების შესაძლებლობას აძლევს თანამოქალაქეებს, ვისაც დახმარება და ბიძგი სჭირდება. ერთია, მისცე ადამიანს საკვები, რომ იარსებოს, მაგრამ სხვაა მისცე მას სულიერი საზრდო, წიგნი, რომელიც მისი და ჩვენი უკეთესი მომავლის ერთადერთი გარანტია. იმისთვის, რომ სწორად ვიარსებოთ, წიგნები აუცილებელია. ამიტომ მეტი წიგნი სოფლებს,“  – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნულო ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.

გასულ წელს „აჩუქე წიგნის“ პროექტის ფარგლებში 120 სოფელი მომარაგდა ხოლო წელს 150 სოფლის მომარაგება იგეგმება.

მსგავსი თემები