„კიდევ არის პატარა პრობლემები, რომლის დალაგებაც გაცილებით იოლია“ – ბიძინა ივანიშვილი

„ემოციურობა გუნდში, „ქართულ ოცნებაში“ დღესაც შეიმჩნევა. პროცესები, რომლის მართვასაც მე ვაპირებ, ბოლო თვეების განმავლობაში,  ძალიან დიდ ემოციებზე იყო დაფუძნებული. გუნდში დაბნეულობა იგრძნობოდა“, – აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში გააკეთა.  

როგორც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, მას გუნდის წევრებტან ხანგრძლივი შეხვედრა დასჭირდა.

„დაბნეულობა იგრძნობოდა გუნდში. მე დამჭირდა მრავალჯერადი, ხანგრძლივი შეხვედრა, ზოგ შემთხვევაში მთელი დღე დაგვჭირდა და  მგონი, შედეგი მივიღეთ. შედეგი იყო ის, რომ ვინც წავიდა და ვინც ძირითადად ემოციებით ცდილობდა, რომ მთელი გუნდი დაერწმუნებინა რაღაც ფასეულობებში, ხანგძლივი საუბრების შემდგომ,  3 ადამიანი გამოიკვეთა, მეოთხე ცოტა გვიან დაემატა. „სოციალისტები“ არ მყავს მხედველობაში, მათ დატოვეს გუნდი და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გუნდი თითქმის დაწყნარდა,“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი შეფასებით, გუნდში პატარ პრობლემები დღესაც რჩება, თუმცა, მისი დალაგება გაცილებით იოლია: „კიდევ არის პატარა პრობლემები, რომლის დალაგებაც გაცილებით იოლია. ბესელია, გოგიჩაიშვილი, გედი ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე, დღესაც გაუგებარია ჩემთვის რატომ შეუერთდა ამ გუნდს. ის არ მონაწილეობდა ამ პოლემიკებში და რატომ შეუერთდა ამ გუნდს ჩემთვის გაუგებარია, ისევე როგორც საზოგადოებისთვის“.

მსგავსი თემები