საქართველო ახალგაზრდა პარლამენტართა მე-7 მსოფლიო კონფერენციას უმასპინძლებს

100 ქვეყნის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს გაისად ეწვევა, – ამის შესახებ, გადაწყვეტილება საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს, რიგით 140-ე ასამბლეის ფარგლებში, დოჰაში მიიღო.

დოჰაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. მისი შეფასებით, მსოფლიო კონფერენციის ჩვენს ქვეყანაში გამართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება IPU-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

„ასამბლეაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მომავალ წელს გაიმართება ახალგაზრდა პოლიტიკოსების, დეპუტატების გლობალური სამიტი საქართველოში და ეს ღონისძიება იქნება ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული საერთაშორისო საპარლამენტო კავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ. საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ახალგაზრდა პარლამენტართა კონფერენცია წარმომადგენლობითი იქნება. მასში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგატი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები