„მადლობა თავისუფლებისთვის“ – 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას „ქართული ოცნების “ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პატივი მიაგო

მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, გვიან ღამით, პატივი მიაგეს.

ახალგაზრდებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ასფალტზე სანთლებით მადლობა დაწერეს და ჰაერში მანათობელი ფრანები გაუშვეს.

„ზუსტად ამ ადგილას, 30 წლის წინ,  ქართველმა ერმა, კონსოლიდირება შეძლო. მადლობა თავისუფლებისთვის – მოპოვებულ თავისუფლებას  განმტკიცება სჭირდება და ზუსტად ახალგაზრდები უნდა იყვნენ  ის ადამიანები, ვინც შეძლებენ, ქართული სახელმწიფოს ევროპული არჩევანის გაზა კიდევ უფრო განამტკიცონ” – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
 

მსგავსი თემები