პრესკლუბი “მთავარი”

პრესკლუბის ტრანსლირება ხდება  პირდაპირი ეთერით „ლაივსტრიმის“ საშუალებით;

პრესკლუბში გაჟღეღებული ინიციატივა თუ განცხადება თემების მიხედვით მუშავდება და სრული ვიდეომასალა ოპერატიულად იტვირთება პორტალზე  mcm.ge;

პრესკლუბში გაჟღეღებულ თემებზე ოპერატიულად იწერება ინფორმაცია, რომელიც იტვირთება როგორც პორტალზე  mcm.ge, ასევე, იგზავნება როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ საინფორმაციო საშუალებებში;

პრესკლუბში მოწვეული სტუმრისა და თემების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება წინასწარ, რის შემდეგაც მედიასაშუალებები (ტელევიზია, რადიო, სააგენტო) ესწრებიან პრესკლუბს და აშუქებენ პროცესს;

რეგიონალური მაუწყებლები, რომლებსაც დედაქალაქში წარმომადგენლობა არ ჰყავთ, პრესკლუბის დამთავრების შემდეგ, პრესკონფერენციის ვიდეო ჩანაწერს FTP ფაილის სახით ღებულობენ და შესაძლებლობა აქვთ ის ნაწილი ამოჭრან და გამოიყენონ, რაც მათთვის საინტერესოა;

რეგიონალური მაუწყებლებს, რომელთაც კონკრეტული სტუმარი და თემა აინტერესებთ,  აქვთ შესაძლებლობა, კითხვები წინასწარ მოგვაწოდონ, რომელსაც მოწვეულ სტუმარს დავუსვამთ და ისინი ჩანაწერს ოპერატიულად იღებენ.

მსგავსი თემები