რომან გოცირიძე: „ქართულ ოცნებას არ აქვს 9 აპრილზე ასე თამამად საუბრის მორალური უფლება“

  •  

რევანშისტების პოლიტიკური სიმულაციები და ისტორიის დამახინჯება, – ასეთი ეპითეტებით შეამკო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღია წერილი ოპოზიციამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს მოუწოდეს, ეპისტოლარულ ჟანრში თავის წარმოჩენის ნაცვლად, იზრუნოს მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის აზრით, „ქართული ოცნების“ წევრებს არ აქვთ მორალური უფლება 9 აპრილზე ილაპარაკონ და ის საკუთარი პიარსვლისთვის გამოიყენონ, გოცირიძის მტკიცებით, მათი უმრავლესობა ქართველი ხალხის გვერდით დგომის ნაცვლად სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესს აწყობდა. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ გულისხმობდა ამაში თავად ივანიშვილს, გოცირიძემ უპასუხა, რომ გულისხმობს სახელისუფლებო ფრთის აბსოლუტურ უმრავლესობას.

„დავაკვირდეთ სად იდგნენ მაშინ ეს ადამიანები, დამოუკიდებლობის მხარეს თუ რუსეთის? ჩემსავით საქართველოში, მომიტინგეთა რიგებში იმყოფებოდნენ იმ დღეს, თუ რუსეთში საფონდო ბირჟაზე? ქართულ ოცნებაში ბევრია შევარდნაძის კადრი. ამიტომ ქართულ ოცნებას არ აქვს მორალური უფლება 9 აპრილზე ასე თამამად ისაუბროს“ – აცხადებს გოცირიძე.

მსგავსი თემები