დიღმის მასივში აფეთქების შედეგად საავადმყოფოში სულ 7 ადამიანია გადაყვანილი

დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში აფეთქებისას დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის 7 თვის ბავშვი. შსს ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქება საცხოვრებული კორპუსის მესამე სართულზე ბინაში მოხდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვაა, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურში ჯერ ვერ ადასტურებენ. ადგილზე  იმყოფებიან  საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. მსხვერპლის შესახებ ინფორმცია ჯერ არ ვრცელდება. 

ამასთან, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება დარწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და ყველა საგამოძიებო მოქმედება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – იკითხება ყველა პირი, მათ შორის „ყაზტრანსაგაზის“ თანამშრომლები.

„დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა. გამოძიება აუცილებლად დაადგენს აფეთქების მიზეზებს. სრულად ევაკუირებულია ყველა მოქელაქე და სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.

აფეთქების ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდა. მას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი თემები