დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება.

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს ინფორმაციით, სკოლის შენობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაპროექტება და მშენებლობის მიმდინარე წელს დაიწყება.  ძველი სკოლის ტერიტორიაზე კი ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა. 

პრემიერ-მინისტრი მამამუკა ბახტაძე დღეს,  სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

​მისი თქმით,  განათლების ბიუჯეტი, რომელიც წელს 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, ეტაპობრივად გაიზრდება, მომავალ წელს 2 მილიარდი, 2021 წელს – 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს – 3,4 მილიარდი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება. 

მსგავსი თემები