“ბედმა გაუღიმა მასაც და მეც” – პრეზიდენტი საზოგადოებას თავის ძაღლს, გომბორას აცნობს

​ორტურიანი, დაძაბული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს, ერთი მცირე და ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ამბავი მოხდა. კახეთში, გომბორის უღელტეხილით მიმავალ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გზად ლეკვი შეხვდა, რომელიც დღეს, პრეზიდენტის სასახლის ბინადარია. პრეზიდენტობის კანდიდატმა ლეკვი შეიფარა და გომბორა დაარქვა. მას შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, გომბორა კი პრეზიდენტის ძაღლი.

თავისი ოთხფეხა მეგობრის ფოტოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით დღეს პირველად, მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღესთან დაკავშირებით აქვეყნებს და ამბობს, რომ ბედმა გაუღიმა მასაც და გომბორასაც. 

“ეს ბიჭი უკვე 7 თვისაა, საარჩევნო კამპანიის დროს გომბორის გზაზე გველოდებოდა… წამოვიყვანე და დღეს “პრეზიდენტის ძაღლი” და მისი ერთგული მეგობარია. ბედმა გაუღიმა მასაც და მეც. დღეს, მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეა – გომბორას მსგავსი ბევრია, ვინც ასე, გზაზე გველოდება”, – წერს პრეზიდენტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

4 აპრილს, მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღე აღინიშნება. 

მსგავსი თემები