საქართველოს ბევრად მომგებიანი გეორაფული მდებარეობა აქვს, თუმცა სატრანზიტო ჰაბი მაინც თურქეთია, რატომ?

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სპეციალისტების განმარტებით, საქართველო ბევრად მომგებიანი მდებარეობის მიუხედავად სატრანზიტო ჰაბობას თურქეთს უთმობს. ქართველი ტრანსპორტიორები ხელისუფლებას სატრანსპორტო საკითხებისადმი ინერტულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და სფეროში პრობლემების აღმოფხვრას ითხოვენ. მათი თქმით, საერთაშორისო გადაზიდვებში ქართული მხარის დაბალი კონკურენტუნარიანობა ბაზარზე არსებული არათანაბარი პირობების ბრალია. ყველასთვის თანაბარი და სამართლიანი სატრანზიტო პირობების ფორმირებას  ადგილობრივი გადამზიდავები ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკით ხსნიან. ტვირთმზიდავები მედიაცენტრ „მთავართან“ საუბრისას საერთაშორისო სატრანზიტო სფეროში არსებული პრობლემების წარმოჩენას თურქეთის მაგალითზე შეეცადნენ.

კონსტანტინე ჯიბლაძე ამ სფეროში 13 წელია მუშაობს.  თავდაპირველად, ის ერთ-ერთი კომპანიის მძღოლი გახლდათ,მოგვიანებით კი სატვირთო ავტომობილი ლიზინგით შეიძინა და ახლა ბანკში ყოვეთვიურად 1200 ლარის გადახდა უწევს. მისი თქმით, მოუწესრიგებელი საბაჟო პროცედურები და არაოფიციალური გადასახადები, რომლის გადახდა  მეზობელ ქვეყნებში ტვირთის ტრანსპორტირებისას მძღოლებს უწევთ, მათთვის იმდენად მძიმეა, რომ ხშირად მოგება აღარ რჩებათ, არის შემთხვევები, როცა ხარჯი შემოსავალს აჭარბებს.

„სარფის სასაზღვრო პუნქტში შეყოვნება 4-6 დღე გვიწევს. ვჩერდებით სადგომზე, სადაც ვიხდით 30 ლარს, თუმცა არ არის ელემენტარული ჰიგიენური ნორმებიც კი. თურქეთიდან უკან, საქართველოში დაბრუნებისას რიგსაც აღარ იცავენ და არაოფიციალური 100-200 ლირის გადახდის შემთხვევაში ურიგოდ ატარებენ მანქანებს. თურქეთში, საქართველოსგან განსხვავებით, მოქმედებს შეზღუდვა საწვავზე. ავზით შემიძლია შევიტანო 550 ლიტრი საწვავი, რაც ხშირად არ მყოფნის მათ  ტერიტორიაზე სამოძრაოდ. იძულებული ვარ შევიძინო ძვირადღირებული საწვავი. თურქული  ავტოტრანსპორტი კი საწვავს ბევრად დაბალ ფასში იმარაგებს მათთვის განკუთვნილ თავისუფალ ზონებში. 50 -100 ევროს ვიხდი ვეტერინარული და ფიტოსანიტარული მომსახურებისთვის. ტრანსპორტის აწონვაში ვიხდი 25 ლირას. თუ ევროპაში გამაქვს ტვირთი, აწონვა ხდება ორჯერ და მიწევს 50 ლირის გადახდა,“- აცხადებს ჯიბლაძე.

იმავე აზრისაა ინდმეწარმე, გოგიტა კაჭახიძე, რომელიც საერთასორისო ტრაზიტში ჯერ ახალბედაა. ის სულ რაღაც სამი წელია ტვირთს ზიდავს როგორც მეზობელ ქვეყნებში, ისე ევროპაში თურქეთის გავლით. ფინანსურ ზარალთან ერთად მისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, შეურაცხმყოფველია ის ფაქტი, რომ ევროპდან საქართველოს მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირებისას თურქეთში მანქანას ხსნიან და ტვირთს ითვლიან, ამოწმენებ მის თავსებადობას დოკუმენტაციათან. ამ პროცედურის საფასურს 900 ლირას, დაახლოებით 600 ლარს, იხდის მეწარმე, მაშინ როცა ამავე პროცედურის ღირებულებას საქართველოში სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით ფარავს და თურქ მძღოლებს არაფრის გადახდა არ უწევთ. გოგიტა კაჭახიძე განმატავს, რომ ამის გამო, ევროპის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირებისას ქართველი მძროლები ავტომატურად წამგებიან პოზიციაში ვარდებიან. ამიტომ, როგორც წესი, თავს იკავებენ მსგავსი დაკვეთების შესრულებაზე. მათ წარმატებით ანაცვლებს თურქი ტრანსპორტიორები, რის გამოც ისინი დომინანტურ პოზიციას იჭერენ საერთაშორისო სატრანზიტო სისტემაში.

„აუცილებელი მოთხოვნაა მესამე პირის დაზღვევაც,რომლის ღირებულება სამთვიანი პერიოდისთვის 500 ლარს უტოლდება. ეს სერვისი 200-250 ლარი ღირს საქართველოში. ძალიან ძვირია, 113 დოლარი ჯდება რანზიტის გადასახადი. ცალკე მახდევინებენ ხიდებით სარგებლობისთვის გადასახადს, რაც ორივე მიმართულებაზე მიჯდება 900 ლირა, დაახლოებით 600 ლარი. თურქი გადამზიდავი საქართველოს ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის გამოყენების 200-ლარიანი მოსაკრებლის გარდა, არანაირ დამატებით გადასახადს არ იხდის. ამას დაუმატეთ სპეციალურ სადგომზე, ტირპარკინგზე დგომის საფასური, 25-25 ლირა სარფსა და კალიგულეში.ყველაფერი ეს იმდენად ხარჯიანს ხდის ტრანზიტს ევროპის მიმართულებით რომ მიმზიდველი აღარაა ჩვენთვის,“ – აცხადებს კაჭახიძე.

ქართველი გადამზიდავების პრეტენზიებს ეთანხმება და იზიარებს სატრანსპორტო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი,  პაატა ცაგარეიშვილი. მისი თქმით, ქართული მხარის ლიბერალი პოლიტიკის ერთადერთი დადებითი ეფექტი ისაა, რომ იმატა ტვირთნაკადმა,თუმცა ექსპერტი ირწმუნება, რომ ეს არ ღირს უსაფრთხოების სტანდარტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანების ხარჯზე. მისივე თქმით, თუ თვირთნაკადის ზრდის თანმხლები სიკეთით არათანაბარი პირობების გამო ქართველი გადამზიდავები ვერ იხეირებენ, ქვეყანას სატრანზიტო ჰაბობას ვერადსროს შეძლებს. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს  ირანის მაგალითზე,სადაც თურქი გადამზიდავი იხდის­ იმდენს, რამდენსაც ირანელი გადამზიდავი თურქეთის ტერიტორიაზე. ცაგარეიშვილი განმარტავს, რომ საერთაშორისო სატრანზიტო სისტემაში კარგად მუშაობს “თანაბარი მიდგომის” პრინციპი  – “რამდენსაც მახდევინებ, იმდენს იხდი”. ამიტომ, ექსპერტის რეკომენდაციით, ჩვენმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შექმნას სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტი და განსაზღვროს თანაბარი თამაშის წესები საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე.

ავტორი: ბელა გელაშვილი

მსგავსი თემები