ლევან იზორია მფრინავი ქალის ბრალდბებს აბსურდულს უწოდებს

ლევან იზორიამ „მინისტრის საათის ფორმატში“ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას მფრონავი ქალის, ეკატერინე ქვლივიძის ბრალდებას, თითქოს სამინისტროში მისი გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია მოხდა, აბსურდულს უწოდებს. მისნისტრმა განმარტა, რომ უწყებამ ქალბატონის კაპიტნის საკარიერო სწავლება ამერიკაში დააფინანსა. კურსი 51 ათასი დოლარი დაჯდა. იზორიას განმარტებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეკატერინე ქვლივიძემ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის გაგრძელება აღარ მოისურვა. ამით მან დაარღვია კონტრაქტის პირობა და დაეკისრა 28 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა. მინისტრი შენიშავს, რომ ქვლივიძე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც სამინისტრომ შეიტანა სასამართლოში სარჩელი და მოითხოვა მისგან საჯარიმო თანხის გადახდა საკონტრაქტო პირობის დარღვევის გამო. მინისტრი ყველა მის ბრალდებას უარყოფს და სასამართლო დავის გაგრძელებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ქვლივიძე კონტრაქტის დარღვევის მიზეზად სამინისტროში მის შევიწროებსა და გაუსაძლის სამუშაო პირობებს ასახელებს. მის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ერთის მხრივ, უწყება ყოფილ თანამშრომელს ადანაშაულებს კონტრაქტის პირობების დარღვევაში, მეორეს მხრივ, თავად არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება – ეკატერინე ქვლივიძისთვის არ გადაუხდია 3 წლის სახელფასო დანამატი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს,ჩაატაროს შიდა მოკვლევა,ხომ არ ჰქონია ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი სამსახურებრივ შევიწროებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, ხოლო საქმის მოკვლევამდე სასამართლოში აღძრული ადმინისტრაციული სარჩელი უკან გაიხმოს.

მსგავსი თემები