ვანო ზარდიაშვილი: „დელტას“ წარმატების გადაფარვას ოპოზიცია ტყუილებით ცდილობს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტარებმა თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმინეს, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ,,დელტას“ მიმართ გახმოვანებულ ბრალდებებს ეხმიანება.

დეპუტატი კოლეგებს ურჩევს, კანონი წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული, რომსამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა.

,,ჩემს კოლეგებს საქართველოს მოსახლეობა განზრახ შეჰყავს შეცდომაში. მარტივი ლოგიკა  თუ არ გააჩნიათ, კანონი წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის  განმარტებული, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა. კითხვა მე აქ უფრო იმ მიმართულებით მიჩნდება -რატომ ხდება ჩვენი სამხედრო წარმოების საიდუმლო ინფორმაციის გახმოვანება? ასეთი არაპროფესიონალიზმი შეურაცხმყოფელია. წინა ხელისუფლების პირობებში „დელტას” გაყიდვები ნულს უტოლდებოდა, დღეს კი მისი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნებში გადის. ამერიკაში გაიყიდა ჩვენი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. არაა გასაკვირი, რომ  ოპოზიციას ეს წარმატება ნეგატიური  ტყუილებით უნდათ რომ გადაფაროს“,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა

დეპუტატის თქმით, „თბილავიამშენის“ დირექტორი არის კორნელის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და მისი  გადმოყვანა “თბილავიამშენში” დიდი ძალისხმევისშედეგად მოხდა.

მსგავსი თემები